სიახლეები

02 მარტი, 2024

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეებს დასაქმების შესაძლებლობა სოხუმის აეროპორტში ექნებათ,რომლის ამოქმედება რუსი ინვესტორის დახმარებით იგეგმება


 დროებით ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეებს დასაქმების შესაძლებლობა სოხუმის აეროპორტში ექნებათ,რომლის ამოქმედება რუსი ინვესტორის დახმარებით იგეგმება.
აფხაზური მედიის თანახმად, თანამშრომლების დაქირავება „განათლების, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სამინისტროებმა“ ერთად გამოაცხადეს.
„აეროპორტის ფუნქციონირება გულისხმობს სამუშაოს ადგილების დიდ რაოდენობას სხვადასხვა მიმართულებით და სპეციალობით, როგორც მაღალი კვალიფიკაციის, ისე სამუშაო გამოცდილების არმქონე აპლიკანტებისთვის. ყველა მათგანი შემოწმდება, რათა დადგინდეს მათი ვარგისიანობა პოზიციისთვის. მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება დამატებითი განათლებისა და პრაქტიკული სწავლების მოპოვების, ასევე კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა ზოგიერთ პოზიციაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე ინვესტორმა ძველი შენობების დემონტაჟი დაიწყო. უფრო ადრე, სოხუმში განაცხადეს, რომ ბაბუშარას აეროპორტმა ფრენები 2025 წლის 31 მარტისთვის უნდა განაახლოს, მას შემდეგ, რაც მისი რეაბილიტაცია დასრულდება.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

22 ნოემბერი, 2026

გლოვის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა.რ მთავრობის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ - გიორგი ჯინჭარაძე

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ვრცლად