სიახლეები

25 მაისი, 2020

ლაშქენდარის საეკლესიო კომპლექსი


ქალაქ ტყვარჩელიდან 5-6 კმ ზე მდებარე ლაშქენდერის მთა აფხაზთა შვიდი წმინდა ადგილიდან ერთ-ერთია.

სიტყვა „ლაშქენდერი“, მეგრულია და ნიშნავს დაჩრდილულ, ჩრდილო ადგილს — მთის ჩრდილოეთი ფერდობი, ჩრდილოვანი ადგილი, ჩრდილოეთი მხარე.

ლაშქენდარის საეკლესიო კომპლექსი აშენებულია ამავე სახელწოდების მთაზე რომელზეც შემორჩენილია ქრისტიანული ეკლესიის ნანგრევები. ეკლესია, სავარაუდოდ  VII-XI საუკუნეებისთვი უნდა აეგოთ.კომპლექსი მოიცავს ორ ეკლესიას. მთავარ ტაძარს აკრავს სამარხებიანი ხელოვნური ბაქანი,სადაც ადრე ჩატარებული არექოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ბრინჯაოსგან დამზადებული ლომის ფიგურები, შანდლები,სარიტუალო ნივთები, ქართული ქრისტიანული ხელოვნების ტიპური ნიმუშები. მთელი საეკლესიო-არქიტექტურული სივრცე,მიუხედავად მისი მოუვლელობისა,მაინც შთამბეჭდავად გამოიყურება და საქართველოში უპირატესად გავრცელებული საეკლესიო ხუროთმოძღვრების გამორჩეულ ძეგლად არის აღიარებული. ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება ამჟამად შეუძლებელია.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

23 მაისი, 2026

23 მაისს, სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთობის დღეს საქართველოს პატრიარქის ქადაგება

ვრცლად

Item 1

23 მაისი, 2026

23 მაისს აფხაზეთობისა და მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე აღინიშნა

ვრცლად

Item 1

23 მაისი, 2026

„ბაზარი ორბელიანზე“ „აფხაზეთობა 2026“-ის ფარგლებში გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს

ვრცლად