სიახლეები

11 თებერვალი, 2021

ბიჭვინთის ოთხთავი


საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობათა ნუსხაში გამორჩეული ადგილი უჭირავს ბიჭვინთის სახარებას, რომელიც მეთორმეტე საუკუნითაა დათარიღებული.

იგი დასავლეთ საქართველოშია გადაწერილი, შემდგომ მისი ანალიზის საფუძველზე ის ბიჭვინთის ღვთისმშობლის ეკლესიას მიაკუთვნეს, სწორედ აქედან მოდის სახელწოდებაც.

ბიჭვინთის ოთხთავის  ტექსტი ეტრატზეა შესრულებული. ძირითადი ტექსტი ყავისფერი მელნით, ნუსხურითაა დაწერილი ხოლო სათაურები ასომთავრულითაა შესრულებული, მასალად გამოყენებულია ოქრომელანი და სინგური – წითელი ფერის საღებავი.

ამჟამად ბიჭვინთის სახარება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

22 ოქტომბერი, 2026

ნაპოლეონ მესხია 1938-2026

ვრცლად

Item 1

21 ოქტომბერი, 2026

ირაკლი კობახიძე – ე.წ. სახელმწიფოები, აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ჩვენი მხრიდა...

ვრცლად

Item 1

19 ოქტომბერი, 2026

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ვრცლად