სიახლეები

17 თებერვალი, 2021

სამშვიდობო მესიჯი-გიორგი რობაქიძე


გიორგი რობაქიძე ქუთაისში ცხოვრობს. ის აქტიურადაა ჩართული ახალგაზრდულ პროექტებში. მიიჩნევს, რომ მის თაობას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია უკეთესობისკენ.


გიორგი აფხაზეთში მცხოვრებ თანატოლებს სამშვიდობო მესიჯებს უგზავნის. ის ფიქრობს, რომ პოლიტიკის მიღმა არსებობს ადამიანური ურთიერთობები, სწორი და ხშირი კომუნიკაცია კი კონფლიქტის მოგვარებამდე მიგვიყვანს.


„ჩვენ ბევრი ბერკეტი გვაქვს, იმისთვის, რომ ჩვენს შორის ურთიერთობები დავალაგოთ“.


გიორგის აზრით თავისუფალი სივრცე და ჯანსაღი გარემო, ფართო შესაძლებლობებს იძლევა. აქ კი ახალგაზრდებს გადამწყვეტი როლი აქვთ. კონფლიქტის მოგვარების შემდეგ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ არავინ შეძლოს იმის არევა, რის დალაგებასაც საკმაო დრო დასჭირდა – ამბობს გიორგი.

https://youtu.be/3epjAEVXYrQ

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

24 აგვისტო, 2026

მესტიაში აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტი გაიმართა

ვრცლად

Item 1

24 აგვისტო, 2026

ბათუმში "შავი ზღვის თაფლის" ფესტივალი გაიმართა

ვრცლად

Item 1

22 აგვისტო, 2026

გიორგი ჯინჭარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

ვრცლად