სიახლეები

19 თებერვალი, 2021

თქვენი წერილები ადგილზეა – Mars Perseverance rover


ის, რომ აფხაზეთი საქართველოა უკვე არა მხოლოდ დედამიწელებისთვის, არამედ „მარსიანელებისთვისაც” ცნობილია.

აერონავტიკისა და კოსმიური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ – NASA, მარსმავალი ხომალდი – Perseverance შექმნა, რომელმაც მისი პირველი მისია უკვე წარმატებით შეასრულა, მარსზე დაჯდა და იქიდან ფოტოც გამოგვიგზავნა.

ხომალდი ანტიკური ტბის მიმდებარედ დაეშვა და მას წინ დიდი ექსპედიცია ელოდება. მარსმავალმა უნდა  შეისწავლოს სიცოცხლის ნიშნები წითელ პლანეტაზე და შექმნას ნიადაგი მომავალი აღმოჩენებისთვის. 

ნასას ოფიციალურ ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდათ წერილები დაეტოვებინათ მარსმავალისთვის, ის კი მათ დაუსახლებელ პლანეტაზე წაიღებდა. 

თერთმეტ მილიონ წერილს შორის მოხვდა ერთი, ყველასაგან გამორჩეული მესიჯი, რომელიც სოხუმელ – გიორგი ჯახაიას ეკუთვნის. მან სისტემაში საკუთარი სახელის ნაცვლად ჩაწერა – „აფხაზეთი საქართველოა! ჩვენ დავბრუნდებით!“. მარსმავალმა კი წერილი უკვე ადრესატამდეც მიიტანა.

დედამიწელებმა Perseverance-ს გზავნილები უკვე გაატანეს, დაველოდოთ იქნებ ხომალდმა მარსიდანაც ჩამოგვიტანოს შეტყობინებები. 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

22 ოქტომბერი, 2026

ნაპოლეონ მესხია 1938-2026

ვრცლად

Item 1

21 ოქტომბერი, 2026

ირაკლი კობახიძე – ე.წ. სახელმწიფოები, აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ჩვენი მხრიდა...

ვრცლად

Item 1

19 ოქტომბერი, 2026

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ვრცლად