სიახლეები

29 აპრილი, 2021

ბიჭვინთის საწინამძღვრო ჯვარი


აფხაზეთის კულტურულ მემკვიდრეობათა ნუსხაში განსაკუთრებული ადგილი ბიჭვინთის საწინამძღვრო ჯვარს უკავია.

როგორც ცნობილია ჯვარი 1565 წლის ახლო პერიოდში, განთქმულმა ოსტატმა,  მამნემ შექმნა. მკვლევრები გვეუბნებიან, რომ ეს ჯვარი მისი ბოლო ნამუშევარია. საწინამძღვრო ჯვარი, ბიჭვინთის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრისთვის, დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ევდემონ ჩხატიძეს შეუწირავს.

ჯვარი იმეორებს საქართველოში X-XI  საუკუნეებში გავრცელებული ჯვრების ფორმებს. მას აქვს გაფართოებული მკლავები, რომლებსაც მედალიონები ამშვენებს.  

საინტერესოდ არის წარმოდგენილი ჯვრის წინა რელიეფი, რომელზეც გამოსახულნი არიან: ჯვარცმული ქრისტე, ღვთისმშობელი, გაბრიელ მთავარანგელოზი და წმინდა ნიკოლოზ მარლიკიელი, ასევე იოანე მახარობელი. ჯვრის შიონზე კი, გამოსახულია საკათედრო ტაძრის პატრონი – ღვთისმშობელი ყრმით. მას გვერდს მოციქულები –  პეტრე და პავლე უმშვენებენ. ჯვრის რელიეფზე ასევე ვხვდებით საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებლებს – ანდრია პირველწოდებულსა და სვიმონ კანანელს.  ჯვარზე ასევე გამოსახულნი არიან იოანე ნათლისმცემელი, იოანე ოქროპირი და მღვდელმთავრები გრიგოლ ღვთისმეტყველი და ბასილ დიდი, რომელსაც ხელში გრაგნილი უჭირავს. წმინდანთა გამოსახულებებს თან ახლავს ქართული ასომთავრული წარწერები.

ჯვარი მეტად ძვირფასი მასალისგან არის დამზადებული. მის შესაქმნელად გამოყენებულია ოქრო, მოოქროვილი ვერცხლი და სუფთა ქვები. ერთიანობაში ჯვარი შედგება;  ჯვრისგან, სიონისგან და ტარისაგან. მისი სიმაღლე 159 სანტიმეტრია.

ბიჭვინთის საწინამძღვრო ჯვრის ხილვა დამთვალიერებელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შეუძლია.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

12 აგვისტო, 2026

გიორგი ჯინჭარაძე დიდგორობის დღესასწაულს დაესწრო

ვრცლად

Item 1

12 აგვისტო, 2026

დევნილ მოქალაქეთა მისაღები ახალ სივრცეში განაგრძობს მუშაობას

ვრცლად

Item 1

11 აგვისტო, 2026

გიორგი ჯინჭარაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

ვრცლად