სიახლეები

02 ივნისი, 2021

ახალი ათონის მონასტერი


1875 წელს ძველი ანაკოფიის ადგილას თანამედროვე ახალი ათონის ტერიტორიაზე, ათონის მთიდან მოსულმა ბერებმა წმინდა პანტელეიმონის  ტაძარი დაარსეს. ანაკოფია ფეოდალური ხანის ციხე-ქალაქი, VII-VIII საუკუნეებში აბაზგთა პოლიტიკური ცენტრი იყო.

სამონასტრო კომპლექსის ასაგებად საჭირო გახდა მთის ნაწილის ჩამოჭრა და ათასობით ტონა მიწისა და მთის ქანების გატანა. გეოგრაფიული მდებარეობის სირთულის გამო  მშენებლობა 12 წელიწადს გაგრძელდა.

სამონასტრო კომპლექსის დასავლეთ კორპუსის ცენტრში 50 მეტრიანი სამრეკლოა. სამრეკლოს ქვემოთ განლაგებულია მონასტრის სატრაპეზო, რომლის კედლები მოხატულია.სამონასტრო კომპლექსის ცენტრში აღმართულია წმ.პანტელემონის, ხუთი გუმბათით დაგვირგვინებული ტაძარი, რომელიც ე.წ. ახალბიზანტიური სტილითაა ნაგები და ისევე როგორც სატრაპეზო, შიგნიდან მთლიანად მოხატული. ამჟამად მონასტრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ახალი ათონის მონასტერს მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად