სიახლეები

19 ივლისი, 2021

იპოვეთ საყვარელი საქმე, ამ საქმეში კი უნდა გახდეთ შეუცვლელი და მუდმივად აქტუალური – თამთა ცხვიტავა



განსხვავებული ხმის ტემბრისა და განსაკუთრებული საშემსრულებლო მანერის  მქონე,  ქარიზმატულ მომღერალს თამთა ცხვიტავას  ქართველი მსმენელი კარგად იცნობს, თუმცა ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ის სოხუმელია. 


მუსიკისადმი სიყვარული ბავშვობიდან მოყვება და სხვა სფეროშიც ვერც წარმოედგინა თავი. სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალური ინსტიტუტის მუსიკალური თეატრის სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა, შემდგომ  მუსკომედიის თეატრში მუშაობდა, პარალელურად მღეროდა ბარებსა და კლუბებში. როგორც თავად ამბობს, მსმენელი და თაყვანისმცემელი მის მუსიკას მრავლად ყავდა, მაგრამ ცნობადი  და პოპულარული ,,ბრავო რექორდსის’’წარმატებული  პროექტით  გახდა. პროექტის ფარგლებში პირველი სოლო ალბომი ჩაწერა და სოლო კონცერტიც გამართა. 


სოხუმელ მომღერალს უკვე  თავისი ბენდი ყავს და გასვლითი კონცერტებიც აქვს ევროპის ქვეყნებში, თუმცა კოვიდვირუსით გამოწვეული პანდემიის გამო  შემოქმედებით ცხოვრებაში დროებითი პაუზა აქვს. 
წარმატებული  ხელოვანი ქალებს ურჩევს იყვნენ დამოუკიდებელი,  საყვარელ საქმეს ემსახურონ  და იყვნენ ყოველთვის აქტუალური.

,,იპოვეთ საყვარელი საქმე,  ამ საქმეში კი  უნდა გახდეთ შეუცვლელი და მუდმივად აქტუალური’’ – თამთა ცხვიტავა


თამთა ცხვიტავას  ოცნებაა სოლო კონცერტის  პარიზში გამართვა. განსაკუთრებით  კი, მშობლიურ სოხუმში კონცერტის ჩატარებაზე   ოცნებობს და სამშვიდობო გზავნილს აგზავნის ოკუპირებულ  აფხაზეთში.  ურჩევს იქ მცხოვრებ აფხაზებს, რომ შეინარჩუნონ თვითმყოფადობა და დაელოდონ ქართველებს, რომლებიც იქ აუცილებლად ჩავლენ.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

11 მაისი, 2026

გიორგი ჯინჭარაძე მეუფე შიოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ეხმაურება: „გვწამს, რომ თქვენი...

ვრცლად

Item 1

09 მაისი, 2026

გიორგი ჯინჭარაძე ქუთაისში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ესტუმრა

ვრცლად

Item 1

07 მაისი, 2026

აფხაზეთის ა.რ. უმაღლეს საბჭოში ნინო მირცხულავას ფილმის „დაუვიწყარი სიყვარული“ პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად