სიახლეები

26 ნოემბერი, 2026

მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლის „დაბრუნება მომავალში“ პრემიერა გაიმართა


➡️ მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლის „დაბრუნება მომავალში“ პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი გურამ ოდიშარიას პიესის „ზღვა, რომელიც შორია“ მიხედვით, რეჟისორმა თემო კუპრავამ დადგა. წარმოდგენა ცნობილი ქართველი რეჟისორის, თემურ ჩხეიძის ხსოვნას მიეძღვნა, რომლის რეჟისორობითაც ეს პიესა პირველად სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე გაცოცხლდა.

 

➡️ სპექტაკლი გვიყვება ომის შედეგად დაშორებული ადამიანების ცხოვრებაზე, დაკარგულ სახლებსა და იმ საერთო წარსულზე, რომელიც ქართველ და აფხაზ ხალხებს აკავშირებთ.

 

➡️ პრემიერას აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და აფხაზეთის ა.რ განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია ესწრებოდნენ.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

26 ნოემბერი, 2026

გიორგი ჯინჭარაძე „ოფთალმიჯის“ ხელმძღვანელს შეხვდა

ვრცლად

Item 1

22 ნოემბერი, 2026

გლოვის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა.რ მთავრობის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ - გიორგი ჯინჭარაძე

ვრცლად