სიახლეები

20 ნოემბერი, 2026

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ - გიორგი ჯინჭარაძე


➡️აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქვემო ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ეხმიანება.

 

➡️„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო. მომხდარმა უმძიმესი ტკივილი მიაყენა გარდაცვლილთა ოჯახებს და შეძრა სრულიად საქართველო. განსაკუთრებით მძიმეა, რომ დაღუპულთა შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან.

 

ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და თანადგომას ვუცხადებ ამ უმძიმეს წუთებში. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

 

მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მაშველს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებსა და ექიმებს, რომლებმაც ამ რთულ ვითარებაში უდიდესი პასუხისმგებლობითა და თავდადებით იმოქმედეს“, - წერს გიორგი ჯინჭარაძე.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

20 ნოემბერი, 2026

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ვრცლად

Item 1

19 ნოემბერი, 2026

გიორგი შარვაშიძის 180 წლის იუბილე - საიუბილეო საღამო თბილისის საკრებულოში

ვრცლად

Item 1

18 ნოემბერი, 2026

აფხაზეთის ა.რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს

ვრცლად