აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
05 ნოემბერი, 2026
ქართული სიმღერის დღესასწაული ბერლინში - ანსამბლი "შავნაბადა" კონცერტჰაუსში
ბერლინის "კონცერტჰაუსში" აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“ კონცერტი სრული ანშლაგით გაიმართა. ღონისძიებამ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
ანსამბლი „შავნაბადა“, დავით ცინცაძის ხელმძღვანელობით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობს. ახალი მუსიკალური პროგრამა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციულ ხალხურ მრავალხმიან სიმღერებს აერთიანებს.
კონცერტს აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ალექსანდრე კარტოზია, ბერლინის ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.
ანსამბლი „შავნაბადა“ ფესტივალის ფარგლებში კონცერტებს ბერლინში, ჰამბურგსა და მიუნხენში მართავს.
ღონისძიება აფხაზეთის ა.რ მთავრობის ორგანიზებით, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
მსგავსი სიახლეები
03 ნოემბერი, 2026
ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიაში ოთარ ჭურღულიასა და ოთარ ჟორდანიასადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩ...
03 ნოემბერი, 2026
კონფერენცია აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში "მოგზაურობა ქრისტიანულ აფხაზეთში- 1700 წლოვანი ისტორიის კ...
02 ნოემბერი, 2026
"აფხაზეთის მომავალი თაობის" მოსწავლეებმა ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრში კონფერე...