აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
28 ოქტომბერი, 2026
აფხაზეთიდან დევნილებს მხედველობის ლაზერული კორექცია სრულად დაუფინანსდათ
აფხაზეთის ა.რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის „მხედველობის დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მომსახურება“ ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს მხედველობის ლაზერული კორექცია სრულად დაუფინანსდათ.
კლინიკა „ახალ მზერაში“ 18-დან 40 წლამდე ასაკის ბენეფიციარებს მხედველობის საშუალო და მაღალი ხარისხის რეფრაქციული ანომალიების ექსიმერული ლაზერით კორექცია ჩაუტარდათ სამედიცინო მომსახურების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი გაეცნო და ბენეფიციარებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
მსგავსი სიახლეები
27 ოქტომბერი, 2026
ბაკურიანში დევნილი და ზუგდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის მედიალაბორატორია გაიმართა
27 ოქტომბერი, 2026
გიორგი ჯინჭარაძე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 68-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრას დაესწრო