აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
28 ოქტომბერი, 2026
სოხუმის უნივერსიტეტში აფხაზურის ენის დღე სამეცნიერო კონფერენციით აღინიშნა
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით ენათმეცნიერის, აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძის დაბადების 115 წლისთავისადმი მიძღვნილი ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე, რომელმაც აფხაზური ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გიორგი ჯინჭარაძემ ყურადღება გაამახვილა პროგრამებზე, რომლებიც აფხაზური ენის პოპულარიზაციის მიზნით აფხაზეთის ა.რ მთავრობის მიერ ხორციელდება.
კონფერენციის მონაწილეებმა ქეთევან ლომთათიძის სამეცნიერო მემკვიდრეობასა და მის განსაკუთრებულ ღვაწლზე ისაუბრეს აფხაზური ენის შესწავლისა და ქართულ-აფხაზური სამეცნიერო ურთიერთობების განვითარების საქმეში.
ქეთევან ლომთათიძე აფხაზური და აბაზური ენების ერთ-ერთი გამორჩეული მკვლევარი იყო, რომლის ხელმძღვანელობით 30-ზე მეტი სადისერტაციო ნაშრომი მომზადდა. სწავლობდა აღნიშნული ენების დიალექტურ თავისებურებებსა და ისტორიულ ურთიერთმიმართებებს. მისი ნაშრომები კი აფხაზური და აბაზური ენების მეცნიერული შესწავლის მნიშვნელოვან საფუძვლად იქცა.
მსგავსი სიახლეები
27 ოქტომბერი, 2026
ბაკურიანში დევნილი და ზუგდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის მედიალაბორატორია გაიმართა
27 ოქტომბერი, 2026
გიორგი ჯინჭარაძე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 68-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრას დაესწრო