სიახლეები

27 ოქტომბერი, 2026

გიორგი ჯინჭარაძე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 68-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრას დაესწრო


➡️ აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 68-ე  რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში  მონაწილეობდა.

 

➡️ საქართველოს მხრიდან შეხვედრას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში (GID) საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია.

 

➡️ შეხვედრაზე  ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ასევე, ხაზი გაესვა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო ანექსიისკენ მიმართულ ქმედებებს, რომლებიც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

 

➡️ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს თანათავმჯდომარეებმა და დელეგაციამ.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

26 ოქტომბერი, 2026

აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება

ვრცლად

Item 1

24 ოქტომბერი, 2026

სოხუმის თეატრის 141-ე თეატრალური სეზონის პრემიით გაიხსნა

ვრცლად

Item 1

22 ოქტომბერი, 2026

ნაპოლეონ მესხია 1938-2026

ვრცლად