აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
01 ოქტომბერი, 2026
„ჩვენი 33-ე ტკივილიანი შემოდგომა“ - სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი საღამო სენაკში
„ჩვენი 33-ე ტკივილიანი შემოდგომა“ - აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიება აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას, სამშობლოს ერთიანობისთვის თავდადებულ ადამიანთა ღვაწლსა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას მიეძღვნა.
საღამოზე გაიხსენეს საქართველოს ეროვნულ გმირები - ჟიული შარტავა, გენო ადამია, გურამ გაბესკირია და ნოდარ კანკია.
ღონისძიებას აფხაზეთის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და აფხაზეთის ა.რ. მთავრობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
მსგავსი სიახლეები