აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
30 სექტემბერი, 2026
ქუთაისში დევნილი მოსახლეობისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარაძესთან და მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძესთან ერთად, ქუთაისში, სასტუმრო „სოლომონში“, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრის ფარგლებში დევნილ ბენეფიციარებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები და ახალი პროგრამა წარუდგინეს. ასევე ისაუბრეს აფხაზეთის მთავრობის მიერ დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერის გაძლიერებასა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე.
მსგავსი სიახლეები