აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
29 სექტემბერი, 2026
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიასთან ერთად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს დევნილი სტუდენტებისთვის არსებული სტიპენდიები, ფინანსური წახალისების მექანიზმები და ახალგაზრდების მხარდასაჭერად მომავალში დაგეგმილი ახალი პროექტები.
ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობასა და სტუდენტთა ჩართულობის გაზრდაზე.
მსგავსი სიახლეები