აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
29 სექტემბერი, 2026
ზუგდიდში ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ბიუსტი გაიხსნა
ზუგდიდში, ეროვნული გმირების პარკში, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ბიუსტი გაიხსნა.
ბიუსტის გახსნის ინიციატივა აფხაზეთის მეომართა კავშირს ეკუთვნის. ღონისძიების ორგანიზებაში ჩართული იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია.
ბიუსტის გახსნის შემდეგ დოკუმენტური ფილმის „გიორგი ანწუხელიძე – გმირის გზა“ ჩვენება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო აფხაზეთში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი.
ღონისძიების ფარგლებში, ზუგდიდში, გენო ადამიას ქუჩის სახელწოდების აღმნიშვნელი ფირნიშიც გაიხსნა.
მსგავსი სიახლეები