სიახლეები

25 სექტემბერი, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აფხაზეთში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა


➡️საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აფხაზეთში სამშობლოს ერთიანობისთვის მებრძოლთა და დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

 

➡️ღონისძიებაზე გაიხსენეს ადამიანები,რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. მათ შორის საქართველოს პირველი ეროვნული გმირი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა. ის 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დახვრიტეს.

 

➡️ისაუბრეს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებისა და მომავალი თაობისთვის უახლესი ისტორიის გმირების სწორად გადაცემის მნიშვნელობაზე.

 

➡️შეხვედრაზე დოკუმენტური ფილმის „რუხის შეხვედრების კვალდაკვალ“ ჩვენება გაიმართა.

 

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

25 სექტემბერი, 2026

ლია სალაყაიას დაბადებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ხსოვნის ღონისძიება გაიმართა

ვრცლად

Item 1

24 სექტემბერი, 2026

ხელვაჩაურში სპექტაკლის „ფესვები საქართველოა“ პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად

Item 1

24 სექტემბერი, 2026

ფილმის "დაუვიწყარი სიყვარული" პრემიერა

ვრცლად