სიახლეები

24 სექტემბერი, 2026

ფილმის "დაუვიწყარი სიყვარული" პრემიერა


➡️კინოს სახლში აფხაზეთელი ავტორის, ნინო მირცხულავას მხატვრული ფილმის „დაუვიწყარი სიყვარული“ პრემიერა გაიმართა.

 

➡️ფილმი აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ხსოვნას ეძღვნება და სიყვარულის, ტკივილისა და იმედის ისტორიას ასახავს. ფილმის სიუჟეტი ბავშვობიდან, ერთი სასკოლო მერხიდან დაწყებულ სიყვარულზე მოგვითხრობს, რომელსაც ომი ტრაგიკულად წყვეტს.

 

➡️ფილმი მაყურებელს სოხუმის ქუჩებში ამოგზაურებს და ახსენებს იმ დროს, როდესაც ომამდე სხვადასხვა ეროვნების ადამიანები მშვიდობიანად, სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით ცხოვრობდნენ.

 

➡️პრემიერას აფხაზეთის ა.რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

24 სექტემბერი, 2026

29 დევნილს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ხელის ტრაქტორები გადაეცა

ვრცლად

Item 1

22 სექტემბერი, 2026

ბაბუშერის აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა

ვრცლად

Item 1

22 სექტემბერი, 2026

„ქედს ვიხრით ბაბუშერის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის წინაშე“ - გიორგი ჯინჭარაძე

ვრცლად