აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
22 სექტემბერი, 2026
ბაბუშერის აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა
ბაბუშერის აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა.
1993 წლის 22 სექტემბერს, თბილისიდან სოხუმში მიმავალი თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც სამხედროები, ექიმები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რუსული სამხედრო ძალების მიერ ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს.
ამ თარიღთან დაკავშირებით, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, აფხაზეთის ა.რ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს, ვეტერანების საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებმა, ომის ვეტერანებმა და დაღუპულთა ოჯახის წევრებმა პატივი მიაგეს ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას.
მსგავსი სიახლეები
22 სექტემბერი, 2026
„ქედს ვიხრით ბაბუშერის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის წინაშე“ - გიორგი ჯინჭარაძე
22 სექტემბერი, 2026
აფხაზეთის ა.რ. განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილედ ანა გიორგობიანი დაინიშნა
21 სექტემბერი, 2026
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა