სიახლეები

22 სექტემბერი, 2026

„ქედს ვიხრით ბაბუშერის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის წინაშე“ - გიორგი ჯინჭარაძე


 ➡️„ქედს ვიხრით ბაბუშერის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის წინაშე. ჩვენი ვალია ეს სულისკვეთება, ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი ჩვენს მომავალ თაობას მეტი სიმტკიცით, ღირსებით გადავცეთ, რათა სულ მალე მოხდეს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრება“ - ამის შესახებ აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა.

 

➡️გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, რომ ამ დღემ უდიდესი იარა დაუტოვა თითოეულ ჩვენგანს და სრულიად საქართველოს.

 

➡️„დღეს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე თარიღს ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ბაბუშერაში დაღუპულთა ხსოვნას. 1993 წლის 22 სექტემბერს, სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე, ბაბუშერის აეროპორტთან მომხდარმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ომის უმძიმესი სახე.

 

ეს იყო ტრაგედია, რომელმაც ათეულობით უდანაშაულო ადამიანის, მშვიდობიანი მოქალაქეებისა და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი გმირების სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ დღემ უდიდესი იარა დაუტოვა თითოეულ ჩვენგანს და სრულიად საქართველოს“ - წერს გიორგი ჯინჭარაძე.

 

➡️მთავრობის თავმჯდომარემ თბილისის ძმათა სასაფლაოზე ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

22 სექტემბერი, 2026

ბაბუშერის აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა

ვრცლად

Item 1

22 სექტემბერი, 2026

აფხაზეთის ა.რ. განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილედ ანა გიორგობიანი დაინიშნა

ვრცლად

Item 1

21 სექტემბერი, 2026

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ვრცლად