აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
21 სექტემბერი, 2026
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, თეა ჯუღელმა აღნიშნა, მიმდინარე წელს უნივერსიტეტმა პირველკურსელთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობა მიიღო.
ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა ფაკულტეტზე უმაღლესი ქულებით ჩარიცხულ სტუდენტებს მოწვეულმა სტუმრებმა და დეკანებმა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. გარდა ამისა, სტუმრებმა და სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს გამწვანების აქციაში, რომელიც უნივერსიტეტის ეზოში მოეწყო.
მსგავსი სიახლეები
21 სექტემბერი, 2026
ბათუმში „საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2026-ის“ შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა
19 სექტემბერი, 2026
თბილისში ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში 1600 დევნილ ოჯახს სრულად გარემონტებული ბინა გადაეცა