აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
21 სექტემბერი, 2026
ბათუმში „საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2026-ის“ შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა
ბათუმში აჭარის ხელოვნების მუზეუმში „საერთაშორისო პლენერი მშვიდობისთვის 2026-ის“ შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა.
პროექტი სახელწოდებით, „თანამედროვე ქართული ხელოვნება როგორც ევროპული თანამოსაუბრე“, აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანებს, რომლებიც ფერწერულ ნამუშევრებს ღია ცის ქვეშ ქმნიან.
წლევანდელ პლენერში სხვადასხვა ქვეყნის 25 მხატვარი, მათ შორის 12 უცხოელი და 13 ქართველი მხატვარი მონაწილეობდა.
პროექტი აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, აჭარის კულტურის სამინისტროს,საქართველოს და აფხაზეთის მხატვართა კავშირების მხარდაჭერითა და შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაცია „პლენერი-20“-ის ინიციატივით განხორციელდა.
ღონისძიებას აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
მსგავსი სიახლეები
21 სექტემბერი, 2026
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
19 სექტემბერი, 2026
თბილისში ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში 1600 დევნილ ოჯახს სრულად გარემონტებული ბინა გადაეცა