სიახლეები

18 სექტემბერი, 2026

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“


➡️ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო.

 

➡️ საქართველოს აქტიური ჩართულობით, კომიტეტმა სექტემბრის სხდომაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.

 

კერძოდ,

  • შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს სამხედრო ძალები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან;

 

  • შეწყვიტოს ე.წ. ბორდერიზაცია, უზრუნველყოს მოსახლეობის თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილება, საკუთრებაზე წვდომა და ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა ოკუპირებულ რეგიონებში;

 

  • შექმნას დევნილებისთვის საკუთარ სახლებში უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების პირობები და აღკვეთოს მკვლელობების, გატაცებების, წამების, უკანონო დაკავებებისა და სხვა მძიმე დარღვევების პრაქტიკა.

 

➡️ შეგახსენებთ, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში უკვე მიაღწია ისტორიულ გამარჯვებებს - მათ შორის, ე.წ. დეპორტირებულების, 2008 წლის აგვისტოს ომისა და „განგრძობადი ოკუპაციის“ საქმეებზე.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

19 ნოემბერი, 2026

გიორგი შარვაშიძის 180 წლის იუბილე - საიუბილეო საღამო თბილისის საკრებულოში

ვრცლად

Item 1

18 ნოემბერი, 2026

აფხაზეთის ა.რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს

ვრცლად

Item 1

18 ნოემბერი, 2026

ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის კომისიის დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გაიმა...

ვრცლად