აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
17 სექტემბერი, 2026
ბათუმმა სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიკე“-ს უკვე მეორედ უმასპინძლა
17 ქვეყნის 28 ფილმი, მასტერკლასები და გამორჩეული კინემატოგრაფიული დღესასწაული - ბათუმმა სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიკე“-ს უკვე მეორედ უმასპინძლა.
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის სტუდიის რეჟისორის, ენემეო სიდიანის დოკუმენტურ ფილმს „ტალღის ქიმზე“ ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა „საქართველოს სპორტული წარსულის უცნობი ფურცლების წარმოჩენისთვის“. მწერალ ნანა ქარდავას სცენარით გადაღებული სურათი სოხუმელი ექიმისა და აფხაზეთში პირველი სანიჩბოსნო სკოლის დამაარსებლის, ნიკოლოზ ემუხვარის მოღვაწეობას ასახავს. საზეიმო ცერემონიას საპატიო სტუმრის სტატუსით აფხაზეთის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ესწრებოდა.
ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერი გახლდათ აფხაზეთის ა.რ. საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი.
მსგავსი სიახლეები