აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
15 სექტემბერი, 2026
აფხაზეთის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო სემესტრი დაიწყო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიასთან ერთად, მოსწავლეებს სიტყვით მიმართა, წარმატებული სასწავლო წელი უსურვა და პირველკლასელებს საჩუქრები გადასცა.
დღესვე, ახალი სასწავლო წლის დაწყება, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიულოცეს.
მსგავსი სიახლეები
18 ნოემბერი, 2026
აფხაზეთის ა.რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს
18 ნოემბერი, 2026
ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის კომისიის დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გაიმა...