სიახლეები

02 სექტემბერი, 2026

დაურ ბუავა უკანასკნელ გზაზე გააცილეს


➡️დაურ ბუავა უკანასკნელ გზაზე ხანგრძლივი ტაშით გააცილეს.
 
➡️ახალგაზრდა აფხაზი ვლოგერი, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს აქტიურად უჭერდა მხარს. მას სჯეროდა, რომ საერთო ისტორიის მქონე ადამიანებს საერთო მომავლის შექმნაც შეუძლიათ.
 
➡️დაური წლების განმავლობაში ცდილობდა ენგურის ორივე ნაპირზე მცხოვრებ ადამიანებს შორის არსებული უხილავი ბარიერები დაენგრია. მისი თითოეული ნაბიჯი, შეხვედრა და ინიციატივა სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.
 
➡️მისი გარდაცვალება მძიმე დანაკარგად იქცა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დაურის იდეებს იზიარებდა და ქართულ-აფხაზური შერიგების სჯერა.
 
➡️დაურ ბუავა თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალეს.
 
 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

22 ოქტომბერი, 2026

ნაპოლეონ მესხია 1938-2026

ვრცლად

Item 1

21 ოქტომბერი, 2026

ირაკლი კობახიძე – ე.წ. სახელმწიფოები, აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ჩვენი მხრიდა...

ვრცლად

Item 1

19 ოქტომბერი, 2026

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ვრცლად