სიახლეები

24 აგვისტო, 2026

ბათუმში "შავი ზღვის თაფლის" ფესტივალი გაიმართა


➡️ბათუმმა „შავი ზღვის თაფლის ფესტივალს“ უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და აფხაზეთიდან დევნილმა მეწარმეებმა. ღონისძიებაზე დევნილმა მეწარმეებმა დამთვალიერებლებს თაფლისა და  სხვადასხვა სახეობის პროდუქცია, ასევე უნიკალური ხელნაკეთი სუვენირები და აქსესუარები წარუდგინეს.

 

➡️ფესტივალი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს, აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციისა და აჭარის სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.

 

➡️ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძეც დაესწრო.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

24 აგვისტო, 2026

მესტიაში აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტი გაიმართა

ვრცლად

Item 1

22 აგვისტო, 2026

გიორგი ჯინჭარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

ვრცლად

Item 1

14 აგვისტო, 2026

34 წელი აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან

ვრცლად