სიახლეები

11 აგვისტო, 2026

გიორგი ჯინჭარაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო


➡️გიორგი ჯინჭარაძემ შინდისში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 17 გმირი სამხედროს ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
 
➡️სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა.
 
➡️გმირთა მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დაღუპულთა ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
 
➡️შეგახსენებთ, რომ შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილებთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.
 
 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად