აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
10 აგვისტო, 2026
აფხაზეთის ა.რ მთავრობის წარმომადგენლები საბერძნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტებს შეხვდნენ
აფხაზეთის ა.რმთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ა.რ მთავრობის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრთან დავით ფაცაციასთან ერთად, საბერძნეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტებს შეხვდა.
გიორგი ჯინჭარაძემ, დიასპორის წარმომადგენლებთან აფხაზეთის მთავრობის პროგრამებისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ ისაუბრა, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
შეხვედრის მონაწილეებმა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ერთობლივი ღონისძიებებისა და ქართულ-აფხაზური კულტურული შეხვედრების ორგანიზებას.
მსგავსი სიახლეები