სიახლეები

06 აგვისტო, 2026

კონკურსი „სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა“ ფარგლებში კომისიამ მუშაობა დაიწყო


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ გამოცხადებული  კონკურსის - „სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა“ - ფარგლებში საკონკურსო კომისიამ საქმიანობა დაიწყო.

 

➡️პირველ სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს კონკურსის შეფასების პროცედურები და კომისიის მუშაობის წესები. ასევე, მათ მიმოიხილეს კონკურსზე წარმოდგენილი განაცხადები, რომელთა საერთო რაოდენობა 25-ს შეადგენს. შემდეგ ეტაპზე კომისია შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებებს გამართავს.

 

➡️კონკურსი მიზნად ისახავს აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად არსებული სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული გამოწვევების საპასუხოდ საზოგადოების, მათ შორის ახალგაზრდების, ჩართულობის გაზრდას, ერთობლივი ინიციატივების მხარდაჭერასა და გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობას.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად