სიახლეები

31 ივლისი, 2026

აფხაზეთის ა.რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისთვის სახელოვნებო მიმართულებით ორი ახალი პროგრამა იწყება


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სტუდენტებისთვის ორ ახალ პროგრამას იწყებს, რომლებიც კულტურისა და ხელოვნების სახელობით სტიპენდიებსა და სახელოვნებო სტაჟირებას მოიცავს.

 

➡️ალექსანდრე შერვაშიძის, დიმიტრი ჯაიანისა და გურამ ყურაშვილის სახელობის სტიპენდიები ახალგაზრდა ხელოვანთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერასა და შემოქმედებითი საქმიანობის წახალისებას ემსახურება. პროგრამა განკუთვნილია აფხაზეთიდან დევნილი, უმაღლესი სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.

 

➡️ამასთან, სამინისტრო პირველად აცხადებს ოთხთვიან სახელოვნებო სტაჟირების პროგრამას, რომელიც აფხაზეთიდან დევნილ სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას მისცემს, პროფესიული გამოცდილება აფხაზეთის შემოქმედებით კოლექტივებში - პროფესიულ თეატრებში, კაპელასა და ანსამბლებში მიიღონ.

 

 

➡️მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ განაცხადები მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე წარადგინონ.

 

ელექტრონული ფორმით განაცხადების შევსება შესაძლებელია აფხაზეთის ა.რ მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე:

 

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად