სიახლეები

30 ივლისი, 2026

მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის შემოქმედებით საღამოს უმასპინძლა


➡️საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მთელი ქვეყნის მასშტაბით კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებებით აღინიშნება.

 

➡️მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიება პროექტის „საქართველო – ქრისტიანული სახელმწიფო 1700“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ქვეყნის ქრისტიანული მემკვიდრეობისა და ეროვნული იდენტობის პოპულარიზაციას ისახავს.

 

➡️საღამოს დაესწრო აფხაზეთის ა.რ. განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე, რომელმაც საზოგადოებას სიტყვით მიმართა და კაპელას პროექტში აქტიური მონაწილეობა აღნიშნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენელი სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარეში ირაკლი ბაღათურია, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი გეგი ფალიანი და საზოგადოების წარმომადგენლები.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

30 ივლისი, 2026

რუსთავში ბინის მსურველი დევნილი ოჯახებისთვის განახლებული ქულები გამოქვეყნდა

ვრცლად

Item 1

29 ივლისი, 2026

ნაურუმ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა - საგარეო საქმეთა მინის...

ვრცლად

Item 1

29 ივლისი, 2026

ნაურუმ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმა

ვრცლად