აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
30 ივლისი, 2026
რუსთავში ბინის მსურველი დევნილი ოჯახებისთვის განახლებული ქულები გამოქვეყნდა
რუსთავში 800 დევნილი ოჯახისთვის თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ბინების განაწილების მიზნით, დევნილი ოჯახების მონიტორინგი მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყება.
ბინის მიღების მსურველი 7 000-ზე მეტი ოჯახის განაცხადი უკვე შეფასდა, წინასწარი ქულები გამოქვეყნდა, ხოლო დამატებითი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ ქულების ნაწილი გადაიხედა.
მონიტორინგს დაექვემდებარებიან:
მოკვლევის შედეგები განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცემა, ხოლო ბინების განაწილება კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდება. იმ ოჯახების საკითხი, რომელთა ქულაც ამ ეტაპზე მონიტორინგისთვის საკმარისი არ არის, მომდევნო ეტაპზე განიხილება.
რუსთავში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები იხილეთ აქ: https://shorturl.at/J4ZDf
მსგავსი სიახლეები
29 ივლისი, 2026
ნაურუმ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა - საგარეო საქმეთა მინის...
29 ივლისი, 2026
ნაურუმ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმა