სიახლეები

29 ივლისი, 2026

ნაურუმ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა - საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასება


➡️ნაურუს რესპუბლიკის მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დადებითად აფასებს.
 
➡️საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.
 
„როდესაც ნაურუმ მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ, ეს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა იყო. ჩვენ მუდმივად ვმუშაობდით სხვადასხვა პარტნიორთან, რათა ეს გადაწყვეტილება გაუქმებულიყო და უკან ყოფილიყო წაღებული.
მინდა მივულოცო ყველა დიპლომატს, ვინც არ იშურებს ძალისხმევას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის საერთაშორისო ასპარეზზე და ვუსურვო წარმატება ჩვენს ქვეყანას სწორედ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში გადადგმულ ნაბიჯებში." - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად