აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
29 ივლისი, 2026
ნაურუმ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს, ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის” დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ორმხრივი თანამშრომლობის გასააქტიურებლად.
შეგახსენებთ ნაურუმ ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობები 2009 წლის 15 დეკემბერს, ხოლო ცხინვალის რეგიონთან - 16 დეკემბერს დაამყარა.
მიმდინარე წლის 21 ივლისიდან აღნიშნული გადაწყვეტილება ანულირებულია.
მსგავსი სიახლეები
26 ივლისი, 2026
აფხაზეთიდან დევნილი და ეთნიკურად აფხაზი ახალგაზრდები საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში ქინალიადაზე იმყო...
22 ივლისი, 2026
ოპერისა და ბალეტის თეატრში ქრისტიანობის 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა