სიახლეები

26 ივლისი, 2026

აფხაზეთიდან დევნილი და ეთნიკურად აფხაზი ახალგაზრდები საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში ქინალიადაზე იმყოფებოდნენ


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებითა და მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერით, თურქეთში, კუნძულ ქინალიადაზე, საერთაშორისო საზაფხულო ბანაკი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული და აჭარაში მცხოვრები აფხაზური ოჯახების შვილები.

 

➡️ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდები ჩართულნი იყვნენ მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში, რომლებიც მათ ცოდნის გაღრმავებას, ახალი გამოცდილების მიღებასა და ერთმანეთთან დაახლოებას უწყობდა ხელს. პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-თან შეხვედრა იყო.

 

➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიზანია, აფხაზეთიდან დევნილმა და ეთნიკურად აფხაზმა ბავშვებმა უკეთ გაიცნონ ერთმანეთი, ინტეგრირდნენ საერთო სივრცეში და ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებით, საერთო მომავლის მშენებლობაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

14 სექტემბერი, 2026

ბორჯომში აფხაზეთის ა.რ მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად

Item 1

11 სექტემბერი, 2026

თამარ კობერიძის წიგნის, „აფხაზეთი, ლიტერატურულ-ისტორიული პარადიგმები“, პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად

Item 1

10 სექტემბერი, 2026

13 სექტემბერს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

ვრცლად