სიახლეები

22 ივლისი, 2026

ოპერისა და ბალეტის თეატრში ქრისტიანობის 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გური ბაქრაძე, საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო საღამოს დაესწრო.

 


➡️პროექტის „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო – 1700“ ფარგლებში, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა ჯუზეპე ვერდის „რეკვიემის“ შესრულება. კონცერტს დირიჟორობდა აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე.

 


➡️საიუბილეო საღამო საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა.

 


➡️პროექტი „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო – 1700“ მთელი წლის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ ღონისძიებებს აერთიანებს, რომლებიც საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების 1700 წლის იუბილეს აღნიშვნას ეძღვნება.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

14 სექტემბერი, 2026

ბორჯომში აფხაზეთის ა.რ მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად

Item 1

11 სექტემბერი, 2026

თამარ კობერიძის წიგნის, „აფხაზეთი, ლიტერატურულ-ისტორიული პარადიგმები“, პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად

Item 1

10 სექტემბერი, 2026

13 სექტემბერს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

ვრცლად