აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
22 ივლისი, 2026
მსოფლიოს პატრიარქმა ბართლომეოს I-მა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის, სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა
თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ის მიწვევით, მსოფლიო საპატრიარქოს რეზიდენციასთან არსებულ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის, სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო.
პანაშვიდის დასრულების შემდეგ, მსოფლიო პატრიარქმა ქართულ დელეგაციას მსოფლიო საპატრიარქოს რეზიდენციაში უმასპინძლა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და მსოფლიო საპატრიარქოს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ისტორიულ, კულტურულ და სულიერ კავშირებს.
მსგავსი სიახლეები
22 ნოემბერი, 2026
გლოვის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა.რ მთავრობის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა
20 ნოემბერი, 2026
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ - გიორგი ჯინჭარაძე