სიახლეები

20 ივლისი, 2026

აფხაზეთის ა. რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ხონისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა


➡️აფხაზეთის ა. რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ხონის მუნიციპალიტეტში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მიმდინარე უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქციის მიმდინარეობას გაეცნო.

 

➡️აქცია, რომელიც აფხაზეთის ა. რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ხონისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში გაიმართა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად მიმდინარეობს.

 

➡️აქციის ფარგლებში, სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციურმა ექიმებმა დევნილ ბენეფიციარებს უფასო კონსულტაციები და საჭირო გამოკვლევები ჩაუტარეს, ხოლო ექიმების დანიშნულების შესაბამისად, საჭირო მედიკამენტებიც უფასოდ გადასცეს. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

14 სექტემბერი, 2026

ბორჯომში აფხაზეთის ა.რ მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად

Item 1

11 სექტემბერი, 2026

თამარ კობერიძის წიგნის, „აფხაზეთი, ლიტერატურულ-ისტორიული პარადიგმები“, პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად

Item 1

10 სექტემბერი, 2026

13 სექტემბერს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

ვრცლად