სიახლეები

13 ივლისი, 2026

თეა ახვლედიანი გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა


➡️შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში აკრედიტებულ გაერო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობის სტრატეგიული პრიორიტეტები და სამომავლო ხედვები. ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების, ასევე სამომავლო ინიციატივების თაობაზე.

➡️შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების ხედვებსა და ამოცანებზე, რაც ერთი მხრივ, ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, ხოლო მეორე მხრივ, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

 

➡️მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

14 სექტემბერი, 2026

ბორჯომში აფხაზეთის ა.რ მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად

Item 1

11 სექტემბერი, 2026

თამარ კობერიძის წიგნის, „აფხაზეთი, ლიტერატურულ-ისტორიული პარადიგმები“, პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად

Item 1

10 სექტემბერი, 2026

13 სექტემბერს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

ვრცლად