აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
13 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გლდანში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე გლდანის რაიონში, წყალსადენის ქუჩაზე მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.
ვიზიტის ფარგლებში მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას, მოისმინა დევნილი მოსახლეობის საჭიროებები და დაათვალიერა განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა უწყებისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები.
მსგავსი სიახლეები
14 სექტემბერი, 2026
ბორჯომში აფხაზეთის ა.რ მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია გაიმართა
11 სექტემბერი, 2026
თამარ კობერიძის წიგნის, „აფხაზეთი, ლიტერატურულ-ისტორიული პარადიგმები“, პრეზენტაცია გაიმართა
10 სექტემბერი, 2026
13 სექტემბერს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ