სიახლეები

13 ივლისი, 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სსიპ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტომ სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.  

 

➡️მემორანდუმი მხარეებს შორის პარტნიორობის გაღრმავებას ისახავს მიზნად და ერთობლივი ახალგაზრდული ინიციატივებისა და საერთაშორისო აქტივობების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

 

➡️მნიშვნელოვანია, რომ პირველი ერთობლივი აქტივობის ფარგლებში, ახალგაზრდობის სააგენტო მხარს დაუჭერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს პროექტს - „საერთაშორისო ბანაკი ათენში – 2026“, რომელიც მიმდინარე წლის 28 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

14 სექტემბერი, 2026

ბორჯომში აფხაზეთის ა.რ მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად

Item 1

11 სექტემბერი, 2026

თამარ კობერიძის წიგნის, „აფხაზეთი, ლიტერატურულ-ისტორიული პარადიგმები“, პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად

Item 1

10 სექტემბერი, 2026

13 სექტემბერს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

ვრცლად