აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
08 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე ანაკლიაში აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა
აფხაზეთის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ ანაკლიაში ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა. მან გასული წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა.
მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა შერიგებისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და აღნიშნა, რომ უწყების პოლიტიკა აფხაზურ საზოგადოებასთან პატივისცემასა და ურთიერთნდობის გაძლიერებას ემსახურება. მან ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის პროგრამების გაფართოებაზე, დევნილთა პოლიკლინიკების განვითარებასა და კომპაქტური ჩასახლებების რეაბილიტაციაზე. გარდა ამისა,
მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ახალგაზრდების მხარდამჭერ ინიციატივებზე, მათ შორის საგანმანათლებლო პროექტებზე, სტიპენდიებსა და სწავლის დაფინანსების პროგრამებზე.
შეხვედრის დასასრულს გიორგი ჯინჭარაძემ ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა.
მსგავსი სიახლეები