სიახლეები

07 ივლისი, 2026

პროექტი „საერთო მემკვიდრეობა - საერთო მომავალი“ დასრულდა


➡️ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს პროექტის „საერთო მემკვიდრეობა - საერთო მომავალი“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

 

➡️პროექტში აფხაზეთიდან დევნილი და ეთნიკურად აფხაზი 12-16 წლის 30 მოზარდი მონაწილეობდა. ერთი კვირის განმავლობაში მათ საერთო კულტურული მემკვიდრეობის, მულტიკულტურალიზმისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხებზე ტრენინგები გაიარეს.

 

➡️დასკვნით  ღონისძიებაზე პროექტის მონაწილეებმა ერთი კვირის განმავლობაში მიღებული გამოცდილება პრეზენტაციების სახით წარადგინეს, რის შემდეგაც მათ სერტიფიკატები  გადაეცათ.

 

➡️პროექტის მიზანი ახალგაზრდებში საერთო კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა და აქტიური სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება იყო.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად