აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
06 ივლისი, 2026
აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები ზაფხულის ორ თვეს ესპანეთში, მოხალისე ოჯახებში გაატარებენ
აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები საერთაშორისო საზაფხულო პროგრამით ესპანეთში გაემგზავრნენ. მონაწილეები ორ თვეს, მოხალისე ოჯახებში გაატარებენ.
პროგრამის ფარგლებში ისინი ქვეყნის კულტურას, ტრადიციებსა და ყოველდღიურ ცხოვრებას გაეცნობიან, რაც მათ საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას მისცემს.
პროგრამის მონაწილეებს გამგზავრებამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა და განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია შეხვდნენ.
მსგავსი სიახლეები
22 ნოემბერი, 2026
გლოვის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა.რ მთავრობის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა
20 ნოემბერი, 2026
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ - გიორგი ჯინჭარაძე