სიახლეები

06 ივლისი, 2026

სპექტაკლის „მე არსად წავსულვარ“ პრემიერა გაიმრთა


➡️სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა თეატრმა ახალი სპექტაკლი ,,მე არსად წავსულვარ" წარადგინა.

 

➡️მწერალ სალომე კაპანაძის პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი ,,მე არსად წავსულვარ" აფხაზეთის თემატიკას ეხმიანება და გადმოსცემს იმ თაობის სევდას, რომელსაც აფხაზეთი არასდროს უნახავს, თუმცა ის მათი გენეტიკური მეხსიერების ნაწილია.

 

➡️პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად