სიახლეები

05 ივლისი, 2026

კამანის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს


➡️აფხაზეთში, სოფელ კამანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 33 წელი გავიდა.
1993 წლის 5 ივლისს, სოფელ კამანზე განხორციელებული ფართომასშტაბიანი შეტევის დროს, ქართველი მებრძოლები თავდადებით იგერიებდნენ მოწინააღმდეგის იერიშებს, თუმცა მტერმა სოფლის სრული ოკუპაცია მოახდინა.

 

➡️საოკუპაციო ძალებმა ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობა და სასულიერო პირები განსაკუთრებული სასტიკით აწამეს და სიცოცხლეს გამოასალმეს.

 


➡️აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, კამანში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

 

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად