სიახლეები

03 ივლისი, 2026

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდი გაიმართა


➡️2026 წლის 30 ივნისს - 1 ივლისს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდი გაიმართა.

 

➡️მოლაპარაკებების ფარგლებში, ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას.

 

➡️საქართველოს მხარემ ყურადღება გაამახვილა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხზე. ასევე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე.

 

➡️საუბარი შეეხო 2026 წლის 9 მაისს რუსეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გაფორმებული ე.წ. შეთანხმებასა და მის ნაჩქარევად იმპლემენტაციის საკითხს.

 

➡️აღსანიშნავია, რომ რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული პრაქტიკის მსგავსად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნებას შეეხებოდა.

 

➡️შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარასელია ხელმძღვანელობდა.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

03 ივლისი, 2026

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმნდა

ვრცლად

Item 1

02 ივლისი, 2026

პროექტი “ციფრული განვითარების სივრცე ახალგაზრდებისთვის“ დასრულდა

ვრცლად

Item 1

02 ივლისი, 2026

ტამიშის ბრძოლიდან 33 წელი გავიდა გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ვრცლად